ფეხბურთი

14:05 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "სხვა მაისურით იტალიაში ან ევროპაში არ ვითამაშებ"

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერა დაასრულოს. მას „იუვესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და იტალიური მედიის ცნობით, მისი გახანგრძლივების შანსი ძალიან დაბალია.

კიელინიმ კი Sky Sport-ს განუცხადა, რომ „ბებერი ქალბატონის“ გარდა ევროპაში სხვა გუნდში არ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ძველი კონტინენტის მიღმა უნდა განაგრძოს კარიერა, ან ფეხბურთიდან წავიდეს.

„ამბობენ, რომ მე და ბუფონი „იუვენტუსისთვის“ პრობლემას წარმოვადგენთ, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და არასდროს ვიქნებით „იუვესთვის“ პრობლემა. ახალი კონტრაქტი? არ ვიცი, ახლა ამაზე არ ვფიქრობ, სეზონის ფინიშზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა, ყველა გუნდის პატივისცემის მიუხედავად, იტალიაში ან ევროპაში სხვა გუნდის მაისურით არ ვითამაშებ, ეს ფანტასტიკაა“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ ჯორჯო კიელინი 2004 წელს „ლივორნოდან“ შეიძინა, მაგრამ პირველი წელი ფლორეციის „ფიორენტინაში“ გაანათხოვრა, სადაც მან თავის გამოჩენა შეძლო. შედეგად, 2005 წელს ტურინულ გრანდს დაუბრუნდა და მას შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას იცავს.

კიელინის „იუვენტუსის“ მაისურით 529 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი და ჩატარებული მატჩების რაოდენობით იტალიურ გუნდში მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს, ჯანლუიჯი ბუფონსა და გაეტანო შირეას ჩამორჩება.

0.114846