ფეხბურთი

20:05 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარი გამოარჩიეს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნეიმარი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნეიმარს კონკურენციას კრისტიან პულიშიჩი, კაზემირო და ილქაი გუნდოგანი უწევდნენ.

სამხრეთამერიკელმა მიუნხენის "ბაიერნთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყა და თამაშგარე სიტუაციაში ორჯერ მოხვდა. მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.115425