ფეხბურთი

15:56 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვარტი: „ვერნერი ბრმა ცხენია“

მადრიდის „რეალის,“ „ტოტენჰემისა.“ და „ჰამბურგის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვარტმა, ჟურნალისტებს „ჩელსის“ გერმანელ შემტევზე, ტიმო ვერნერზე გაუზიარა თავისი აზრი.

„მე რომ მკითხოთ, ყოველთვის ზიეშს ვათამაშებდი. ის საუკეთესოა „ჩელსის“ შემადგენლობაში. თამაშს ამწვავებს, საჯარიმოში სახიფათოდ აწოდებს ბურთს. იმავეს ვიტყოდი მაუნტზე. სწორედ ასეთი პარტნიორები სჭირდება ჟირუს.

ვერნერი საოცრად სწრაფია, მაგრამ ხშირად თავს დაბლა სწევს და ისე გარბის, ვერავის ამჩნევს გარშემო. ბრმა ცხენივითაა და ეს უკვე ყველამ იცის გერმანიაში.“ - ციტირებს ნიდერლანდელის სიტყვებს SoccerNews.

0.119616