ფეხბურთი

13:50 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიფციგმა“ ნაგელსმანს ფასი დაადო

„ლაიფციგი“ არ აპირებს მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან განშორებას. 33 წლის სპეციალისტს „ხარებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება.

Sport1.de წერს, რომ ბოლო დროს მომრავლდა ჭორები ნაგელსმანის „ბაიერნში“ სავარაუდო გადაბარგების შესახებ. ამიტომ, იფიქრეს და ახალგაზრდა სპეციალისტის ტრანსფერს მაღალი ფასი დაადეს. ახლა ნაგელსმანის ყიდვის მსურველმა 15-20 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

შედარებისთვის, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ „აინტრახტის“ დამრიგებელს ყიდულობს. ადოლფ ჰიუტერის კონტრაქტი 7,5 მილიონი ევრო ჯდება, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.

მიმდინარე ბუნდესლიგაში ნაგელსმანის გაწვრთნილი „ლაიფციგი“ 28 ტურის შემდეგ 60 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა და 5 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ბაიერნს.“

0.198632