ფეხბურთი

16:21 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინაში" ლიპის და გატუზოს ტანდემს განიხილავენ

ფლორენციის „ფიორენტინაში“ ზაფხულში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. იტალიური მედია წერს, რომ „იების“ ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება.

იტალიელი სპეციალისტი ამჟამად „ნაპოლის“ თავკაცია, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან იდეალური ურთიერთობა არ აქვს და სეზონის ბოლოს მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

რინოსთნ ერთად „ფიორენტინაში“ დიდი შანსია ლეგენდარული მარჩელო ლიპიც დასაქმდეს, ოღონდ ტექნიკური დირექტორის პოსტზე. ლიპის სამწვრთნელო კარიერა დასრულებული აქვს, მაგრამ ახალ ფეხბურთში დარჩენა გადაწყვეტილი აქვს და შესაძლოა, წინადადება მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ მარჩელოსა და ჯენაროს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მათი ტანდემის შანსს ზრდის. „ფიორენტინა“ მიმდინარე სეზონს ცუდად ატარებს და სერია A-ში აუტსაიდერთა შორისაა. სხვათა შორის, ლიპის არც ისე დიდი ხნის წინ „იუვენტუსის“ მენეჯმენტსაც უკავშირებდნენ.

0.112085