„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, პსჟ-ს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ყველა ტიტული მოიგოს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაც.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შორს წასვლა, ფინალში გასვლა და ტურნირის მოგება. მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიაროთ. დღეს ყველაფერი შესანიშნავი იყო. შეიძლებოდა 3-4 გოლი გაგვეტანა, მაგრამ მთავარია, რომ ნახევარფინალში გავედით. მჯერა ჩემი გუნდის, გაიზარდა და გამოცდილება შეიძინა. „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ დავამარცხეთ, ეს ბევრს ნიშნავს და ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა. ვამაყობ ჩემი გუნდით, პოჩეტინომ და ლეონარდომ საქმე შესანიშნავად გააკეთეს.
კლუბში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ჩემპიონთა ლიგისა და ყველა ტურნირის მოსაგებად. ნეიმარსა და მბაპეს წასვლის მიზეზი არ აქვთ, ნამდვილად ყველაფერი გვაქვს, რომ ყველა ტურნირი მოვიგოთ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენი“ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.