ფეხბურთი

23:15 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკა ხუნიორსი" კავანის ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს. უკვე ცნობილი გახდა, რომ ურუგვაელს ზაფხულში კონტრაქტი შესთავაზოს.

არგენტინელები მზად არიან, „ელ მატადორს“ 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, 2023 წლის ზაფხულამდე. „ბოკა“ კავანის დამატებას უფასოდ აპირებს, რადგან ფეხბურთელს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და სავარაუდოდ, მხარეები თანამშრომლობას არ განაახლებენ.

კავანი „მანჩესტერს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 29 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.116403