ფეხბურთი

20:55 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "პირველ მატჩს მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი გერმანიაში მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს.

„წარმოუდგენლად სასიამოვნოა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კვლავ თამაში. აქ მომდევნო სეზონშიც ვითამაშებთ ინგლისის პრემიერლიგაშ წარმატებული გამოსვლის წყალობით. მოუთმენლად ველოდებით მატჩის დაწყებას. რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენ გარანტირებული ვარაფერი გვაქვს. პირველ მატჩში კარგ შედეგს მივაღწიეთ, ახლა კი ვეცდებით კარგი ფეხბურთის თამაშს და ისევ გამარჯვებას.

ჩვენ პირველები ვართ, ვინც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ზედიზედ მე-11-ედ გავედით და პრემიერლიგაში ასეთი შედეგი არავის აქვს. მაგრამ, გვესმის, რომ საჩუქრად არაფერი გვერგება, ჩვენ თვითონ უნდა ვიმუშაოთ საკუთარი წარმატებისთვის.

ხვალ უნდა ვეცადოთ ჩვენი გეგმა განვახორციელოთ და რა მოხდა პირველ მატჩში, არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან წინ საპასუხო თამაშია. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ პირველ თამაშში მიღწეული შედეგის დაცვას, გვინდა მეტოქეს ჩვენი თამაში ვუკარნახოთ და კვლავ გავიმარჯვოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „დორტმუნდს“ შინ 2:1 მოუგო. ხვალინდელი მატჩი კი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.127054