ფეხბურთი

17:25 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ტონალის გამოსყიდვა 35 მილიონი ევრო დაუჯდება

იტალიურ „მილანს“ სანდრო ტონალის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდება, მაგრამ მზადაა ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს.

„როსონერიმ“ ტონალი გასულ ზაფხულს „ბრეშადან“ იჯარით 10 მილიონ ევროდ დაიმატა, მისი გამოსყიდვისთვის კი დამატებით 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, გარიგებაში გათვალისწინებულია შემდგომი პრემიები, რაც 10 მილიონ ევროს უტოლდება.

ტონალიმ მიმდინარე სეზონში „მილანის“ მაისურით 34 უგოლო მატჩი ჩაატარა. იტალიის ნაკრებში მას ოთხჯერ აქვს ნათამაშები და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144923