„რეალის“ კაპიტანს, სერხიო რამოსს, გამოკვლევის შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა - გვამცნობს მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებ-ვერდი.
რამოსს უკვე კარგა ხანია ტრავმაც აწუხებს და უფრო ხშირად მას სათადარიგოთა სკამზე ვხედავთ ხოლმე. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ერთი დაგოლე პასით გამოირჩა.