4 ოქტომბერს ამსტერდამში ქართველ კიკბოქსიორ გიგა ჭიკაძესა და რუსეთის წარმომადგენელ არმენ ზაკიანს (72.5) შორის K-1-ის წესებით საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართა. ჭიკაძემ მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ღონისძიების ორგანიზატორი ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრომოუშენი - Fight Fans გახლდათ. ორთაბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მიეძღვნა.