ლეგენდარული არიენ რობენი ზუსტად 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. 37 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს ხსენებული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ გამოჯანმრთელება მოახერხა.
"გრონინგენის" შემტევმა „უტრეხტთან“ საგარეო მატჩში 74-ე წუთიდან ითამაშა. მან სეზონში სულ რაღაც მესამე თამაში ჩაატარა. რობენს ამ სეზონში 29 მატჩი გაუცდა. ზოგადად, რობენმა შიდა ჩემპიონატში ბოლოს მინიმუმ 30 შეხვედრაში 2002-2003 წლების სეზონში მიიღო მონაწილეობა, როცა ჯერ კიდევ პსვ ეინდჰოვენში თამაშობდა.
რობენს კარიერა დასრულებული ჰქონდა და გასულ ზაფხულს განაახლა. მას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მაგრამ ნიდერლანდული მედიის ცნობით, კლუბი მზადაა ხელშერკულება 1 წლით გაუხანგრძლივოს.