ფეხბურთი

13:55 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი სამხრეთ კორეაში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მეცხრე ტურში ვაკო ყაზაიშვილმა თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ქართველი ფეხბურთელის „ულსან ჰიუნდაი“ სტუმრად „სუვონ სიტის“ დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გავიდა ერთადერთი გოლი. ვაკო კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, დარტყმა თვითონაც შეეძლო, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ კიმ ინ-სუნგს გაუკეთა გადაცემა და მანაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო საგოლე პასის გაკეთება, მან წინა ტურში გოლიც გაიტანა და საერთოდაც, მერვე ტურის MVP გახდა. 28 წლის ქართველი შემტევის ანგარიშზე 5 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ულსან ჰიუნდაი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 აპრილს, სტუმრად „სუვონ ბლევინგსს“ შეხვდება.

0.117369