„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ესპანელებიც მზად არიან ზაფხულში ბრაზილიელს შეთავაზება გაუკეთონ.
ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და თუ უახლოეს პერიოდში კონტრაქტს არ განაახლებს, შესაძლოა გუნდმა ის მართლაც გაასხვისოს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ ფრანგული გუნდის მაისურით ჩატარებულ 106 შეხვედრაში 83 გოლის გატანა მოახერხა.