ევროპა ლიგის მეოთხედფინალში "აიაქსისა" და "რომას" მატჩის მიწურულს ბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა იტალიელმა მარცხენა მცველ რიკარდო კალაფიორის ბურთი სახეში გაარტყა.
მან ეს სავარაუდოდ გამიზნულად გააკეთა, რამაც კალაფიორის გაბრაზება გამოიწვია და ბიჭისკენ გაიწია, მაგრამ ბოლოს თავი შეიკავა. ამის მიუხედვაად, მთავამა მსაჯმა სერგეი კარასევმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
„სათქმელი ცოტა, ამას არ ველოდი, იმ მომენტში ბევრი რამ გავიფიქრე, მაგრამ საბედნიეროდ მალევე დავმშვიდდი. ალბათ, მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც გავღიზიანდებოდი მეტოქისგან დროის გაყვანის გამო", - თქვა კალაფიორიმ.
"რომამ" "აიაქსი" ამსტერდამში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა.