„მილანის“ ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცნობილი ფილმის,“ასტერიქსი და ობელიქსის“ ახალ ნაწილში მიიღებს მონაწილეობას.
შვედი თავდამსხმელი რომაელი ლეგიონერის ანტივირუსის პერსონაჟს განასახიერებს. ზლატანმდე ამ ფილმში კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი გადაიღეს, 2008 წელს. სპორტსმენებიდან კი მასში მონაწილეობა ტონი პარკერსა და მიხაელ შუმახერსაც მიუღიათ.
ფილმის ახალი ნაწილის გადაღება 2021 წელსაა დაგეგმილი, ხოლო 2022 წელს ტელეეკრანებზე უნდა გამოვიდეს. აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩი ერთი თვის წინ "სანრემოს" მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდა.