ფეხბურთი

17:43 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

სამხრეთ კორეული „ულსან ჰიუნდაის“ შემტევი ვაკო ყაზაიშვილი K ლიგის მერვე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, 28 წლის ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

ორივე შემთხვევაში ვაკო K ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია და ეს ჯილდო კარიერაში პირველად ერგო. ყაზაიშვილმა მერვე ტურში მართლაც დიდებულად ითამაშა - „სეულთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:2) მან ჯერ საგოლე პასი გააკეთა და მერე გოლი გაიტანა. ორივე ჯერზე მაღალი სათამაშო კლასი წარმოაჩინა.

შეგახსენებთ, 28 წლის შემტევ ნახევარმცველს ახალ გუნდში 4 თამაში აქვს ჩატარებული (ჯამში 173 წუთი), გოლი და საგოლე პასი პირველად მიითვალა. „ულსან ჰიუნდაი“ მოგეხსენებთ, აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორია. K ლიგაში კი 8 ტურის თავზე 17 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „იეონბუკს“ ჩამორჩება.

0.120244