ფეხბურთი

1:16 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ "ბაიერნი" ბეწვის ხიდზე დატოვა, "ჩელსი" თითქმის ნახევარფინალშია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი რაუნდი დასრულდა და გარკვეული კონტურები უკვე გამოიკვეთა, მაგრამ ცხადია, ყველაფერი ერთ კვირაში, საპასუხო შეხვედრებში გაირკვევა.

მთავარი დაპირისპირება მიუნხენში შედგა, სადაც გასული სეზონის ფინალის რიმეიქი გაიმართა. „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნა ძალიან დაეტყო და პარიზში გამოუვალ მდგომარეობა ჩავა.

საქმე ისაა, რომ პსჟ-მ „ალიანც არენაზე“ იმარჯვა. ანგარიში მესამე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, მაგრამ მანუელ ნოიერის არადამაჯერებელი ქმედება და შეცდომაც აშკარა იყო. პარიზელებმა დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ „ბაიერნი“ შეტევაში აქტიურობდა და უფრო უკეთ რომ გამოეყენებინა საგოლე მომენტები, ანგარიშს მალევე გაათანაბრებდა. სტუმრებმა კი მეორე ნორმალური შეტევაც გოლად აქციეს. ნეიმარმა საოცარი პასი გააკეთა და მარკინიოსი ნოიერთან პირისპირ დარჩა, ბრაზილიელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. სხვათა შორის, ნეიმარმა პირველი გოლის დროსაც საგოლე პასი გააკეთა და ასისტების დუბლი მიითვალა. „ბაიერნმა“ ანტრაქტამდე შეამცირა სხვაობა და ერიკ ჩუპო-მოტინგმა ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა.

სხვაობის შემცირების შემდეგ „რეკორდმაისტერმა“ ზეწოლა გაზარდა და მეორე ტაიმის დასაწყისშ ტომას მიულერმა გაათანაბრა. მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე 48-ე გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ანდრეი შევჩენკოს გაუთანაბრდა. „ბაიერნისგან“ განსხვავებით „პარი სენ ჟერმენი“ შეტევაში უბრალოდ უშეცდომო იყო და 68-ე წუთზე მბაპემ დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, მბაპემ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მე-13 გოლი გაიტანა და ფრანგ ფეხბურთელებში ტიერი ანრის გადაასწრო (12 გოლი), მხოლოდ კარიმ ბენზემას ჩამორჩება (19). დარჩენილ დროში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადაგდა - 2:3.

სხვათა შორის, „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი ბოლოს 2019 წელს „ლივერპულთან“ ჰქონდა წაგებული და ეს სერია შეწყვიტა. წინ საპასუხო მატჩია და „ბაიერნი“ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშეა, რადგან პრაქტიკულად აუცილებლად ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს, თანაც იმ მატჩშიც არ იქნება რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც მიუნხენურ „გიგანტს“ დამაგვირგვენებელ ფაზაში ძალიან დააკლდა. ჩემპიონთა ლიგა ახლოსა მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩეს.

დღის მეორე შეხვედრაში კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი გაირკვა. „ჩელსიმ“ ნომინალური სტუმრის რანგში „პორტუ“ მეისონ მაუნთისა და ბენ ჩილველის გოლებით დამაჯერებლად დაამარცხა და საპასუხო თამაშს პრაქტიკულად აზრი დაუკარგა. ორივე წყვილში განმეორებითი მატჩები 13 აპრილს გაიმართება.

„ბაიერნი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:3 (1:2)

მიუნხენი, „ალიანც არენა“

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ზულე (ბოატენგი 42), ალაბა, ლუკას ერნანდესი; გორეტცკა (დევისი 33), კიმიხი; სანე, მიულერი, კომანი; ჩუპო-მოტინგი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; დაგბა, მარკინიოსი (ერერა 30), კიმპემბე, დიალო (ბაკერი 46); დანილო, გეიე; დი მარია (კინი 71), ნეიმარი (რაფინია 90), დრაქსლერ; მბაპე

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 მარკინიოსი (28), 1:2 ჩუპო-მოტინგი (37), 2:2 მიულერი (60), 2:3 მბაპე (68)

გაფრთხილება: ლუკას ერნანდესი (35), კიმიხი (70), ბოატენგი (72), ჩუპო-მოტინგი (89) - დრაქსლერი (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (12) – 5 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 15:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

„პორტუ“ – „ჩელსი“ 0:2 (0:1)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

„პორტუ“ (4-4-2): მარჩესინი; მანაფა (კონსეისაო 83), მბემბა, პეპე, სანუსი; კორონა, ურიბე, გრუიჩი, ოტავიო (ვიეირა 83), მარეგა (მარტინესი 83), დიასი

მწვრთნელი: სერჟო კონსეისაო

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; ჯეიმსი (ტიაგო სილვა 80), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ემერსონი 90), ჩილველი; მაუნთი (კანტე 80), ვერნერი (პულიშიჩი 65), ჰავერტცი (ჟირუ 65)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 მაუნთი (32), 0:2 ჩილველი (85)

გაფრთხილება: მბემბა (63), გრუიჩი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

0.33395