რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 24-ე ტურის საუკეთესო გოლების ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელის გოლი მოხვდა.
ერთი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას შედევრია, რომელმაც "სოჭის" შორი მანძილიდან ულამაზესი და გამარჯვების გოლი გაუტანა, ხოლო მეორე გიორგი მახათაძეა. ის "როსტოვში" თამაშობს და მოსკოვის "სპარტაკი" დაამწუხრა, თუმცა მისი გუნდი 2:3 დამარცხა. მახათაძე 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილია.