ფეხბურთი

18:21 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეხუთე ფრე და მსაჯების მორიგი უხეში შეცდომა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური იმერული დერბით დაიწყო, რომელშიც „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

ორივე გუნდმა სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო, „ტორპედო“ ჯერაც მოუგებელი იყო, ხოლო „სამტრედიამ“ პირველი ქულები წინა ტურში მოიპოვა. შესაბამისად, „ეროსი მანჯგალაძეზე“ ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო.

მატჩი საინტერესო დადაძაბული გამოდგა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები მასპინძლებმაც მრავლად შექმნეს და სტუმრებმაც, გოლი ვერ გაიტანეს. უფრო სწორად, გია ცეცაძის გუნდმა მეორე ტაიმის შუაწელს გაიტანა, მაგრამ კობახიძის გოლი გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, რომელიც რეალურად არ იყო. შედეგად, მიმდინარე სეზონში მსაჯების სერიოზულ შეცდომას კიდევ ერთი დაემატა და ამჯერად „სამტრედია“ დაზარალდა - კობახიძე პასის მომენტში ოფსაიდში ნამდვილად არ იმყოფებოდა.

ასე თუ ისე, ნულოვანი ფრე და „სამტრედიამ“ 4 ქულას მოუყარა თავი, რითაც „სამგურალს“ გადაასწრო და ბოლო პოზიციას თავი დააღია, ხოლო „ტორპედომ“უკვე ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშა და 5 ქულით მერვე ადგილზეა. ცეცაძის გუნდი 11 აპრილს „დინამო თბილისს“ ესტუმრება, ხოლო მიხეილ აშვეთიას შეგირდები იმავე დღეს „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ.

0.113418