„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი, უკმაყოფილო დარჩა არბიტრ სანტიაგო ხაიმე ლატრეს გარჯით, რომელიც პრიმერას 29-ე ტურის მატჩს ემასახურებოდა „ბარსელონასა“ და „ვალიადოლიდს“ შორის (1:0).
არგენტინელს რომ ყვითელი ბარათი მიეღო, მომავალი ტურის შეხვედრას გამოტოვებდა მადრიდის „რეალთან.“
პირველი ტაიმის დამთავრების შემდეგ, Movistar+-ის ეთერში მკაფიოდ გაისმა მესის სიტყვები კატალონიური კლუბის წარმომადგენილსადმი.
„მიზეზს ეძებს, რომ ყვითელი ბარათი მიჩვენოს. ეს აღმაშფოთებელია.“ - ჩიოდა ლეო.