ფეხბურთი

13:21 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტერზიჩი: „ამჟამად „სიტი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია“

დორტმუნდის „ბორუსიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა, „მაჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი მოლოდინი გაუზიარა.

„სიტი“ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო, არაჩვეულებრივი გუნდია. მაგრამ ჩვენი ამოცანა ორივე შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებაა.

„სიტი“ ხანგრძლივად დაიჭერს ბურთს, რასაც აქედანვე უნდა შევეგუოთ. შევეცდებით, მათ დაცვაში სუსტი წერტილები ვიპოვნოთ“ - ციტირებს ტერზიჩის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„სიტი“ – „დორტმუნდის“ პირველი შეხვედრა დღეს, 6 აპრილს გაიმართება მანჩესტერში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104922