ფეხბურთი

11:49 | 6.04.2021 | ნანახია 292 - ჯერ

კოუტინიოს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი, მას მარცხენა მუხლის მენისკი აწუხებდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ოპერაცია კოუტინიომ შარშანაც გაიკეთა. აღდგენის პროცესი სამ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მდგომარეობა ისევ დამძიმდა და განმეორებითი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 28 წლის შუახაზელმა ესპანური პრიმერას 12 მატჩში ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 06.04.2021
Kobe Bean (21683)

ლივერპულის ფანები რომ კიდევ ამის გაშვებით არიან უკმაყოფილი.რეალურად გუნდი ააწყო ლივერპულმა ამის გაყიდვით,ვანდეიკი-ალისონი იყიდა და დაალაგა კამანდა.ბართომეუ ლივერპულის ფანი გამოდგა,მაგ რომ აღარ იკმარა ლიგაც მიცა 2019-ში

20:38 | 06.04.2021
lexo1960 (414)

ბართომეუ ლივერპულის ფანი გამოდგა,მაგ რომ აღარ იკმარა ლიგაც მიცა 2019-ში-მე მგონი ფეხბურთში ერკვევი. რატო წერ ესეთ რამეს(ძაან ბევრჯერ წამიკითხავს). კიდევ რომელი თამაშები გაყიდა? კიდევ ერთხელ ნახე ლივერპული-ბარსას თამაში და დაუკვირდი.კიდევ ერთხელ გეუბნები ფეხბურთი გესმის და ნუ გახდები კერპთაყვანისცემელი.

15:17 | 06.04.2021
Kobe Bean (21683)

ეს რა მოუშორებელი ჭირი და ზარალი მოათრია ბართომეუმ მაგის დედა მოვიკითხე.დემბელე-გრიზმანზე მეტი ზარალი ესაა.30 მილიონად გაყიდვაც კი რთული იქნება იმდენად ზარალია ტიპი.400 მილიონზე მეტი რა ზარალში გაუშვა ტიპმა დემბელე კოუტინიო და გრიზმანი.ახლა ჰოლანდი არის და მაგეც ზარალი არ გამოდგეს დასაფიქრებელია ეგეც.20 მილიონს რაიოლა ითხოვს,20-ს მამამისი(ალბათ გაკეთებისთვის თორემ სხვა ახსნა არ აქვს),30-ს ვიღაცა ახლობელიო,პლუს დორტმუნდზე გადასახდელი ფული და მსუყე ხელფასი.სისულელეა ჰოლანდის დამატება,70 მილიონი ტიპი მარტო სანაცნობო ჯდება პლუს დორტმუნდი მოითხოვს 150-ს მაინც.ეხლა 180-ს ითხოვს მაგრამ 150-ზე ჩამოაწევინებენ ალბათ,მეტი დაბალზე არ მგონია.არ ღირს ჰოლანდში მაგხელა ფულის გადაყრა და მითუმეტეს რაიოლასთან საქმის დაკავება რომელიც ყოველწელს მოითხოს ხელფასის გაზრდებს და ათას საკომისიოებს

0.119686