ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან "მილანის" მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, იტალიელებს კლუბისთვის არ მიუმართავთ.
„მილანი“ კვარაცხელიაზე არ დაგვკავშირებია, თუ ისინი მოლაპარაკებების პროცესს გააძლიერებდნენ „რუბინთან“, ეს აუცილებლად მეცოდინებოდა“, - თქვა საიმანოვმა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Match TV-ის ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად "მილანი", "იუვე" და "ნაპოლი" სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და ხვიჩას აგენტს უკვე იტალიაში ელოდებიან. ამის მიუხედავად, კონკრეტული და გადაწყვეტილი ამ დროისთვის არაფერია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. საქართველოს ნაკრებში მან 8 თამაშში 3 გოლი გაიტანა.