ფეხბურთი

17:09 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოსენსი: "რონალდუს მაისური რომ ვთხოვე, არც კი შემომხედა"

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელმა რობინ გოსენმა განაცხადა, რომ მას კრიშტიანუ რონალდუმ მაისური არ გაუცვალა. გერმანელმა მცველმა ავტობიოგრაფიულ წიგნში ორი წლის წინ „ატალანტა“ – „იუვენტუსის“ მატჩი გაიხსენა.

„იუვენტუსთან“ თამაშის შემდეგ ჩემი ოცნების რეალიზებას შევეცადე, მინდოდა, რონალდუს მაისური მქონოდა. საფინალო სასტვენის შმდეგ მასთან მისვლა ვამჯობინე, ვიდრე ფანებთან ერთად ზეიმი და მათთვის მადლობის გადახდა. ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი მაისური მქონოდა. მან არც კი შემომხედა და მითხრა, უბრალოდ არა! გავწითლდი და შემრცხვა. წავედი და თავი დამცირებულად ვიგრძენი. ალბათ, გქონიათ სიტუაცია, როდესაც რაღაც უხერხული ხდება და ირგვლივ იხედებით ვინმემ დაინახა თუ არა. სწორედ ეს ვიგრძენი და ვცდილობდი ამის დამალვას“, - წერს გოსენსი წიგნში.

შეგახსენებთ, რომ რობინ გოსენსი „ატალანტაში“ 2017 წლიდან თამაშობს, გასულ წელს კი დებიუტი გერმანიის ნაკრებშიც ჰქონდა.

0.129723