იტალიური „მილანი“ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია და უახლოეს მომავალში კლუბი ოფიციალურ ცნობას გაავრცელებს.
ზლატანს „როსონერისთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებს.
იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ 2019 წლის იანვარში დაბრუნდა და გასულ სეზონში 20 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.