იტალიური „რომა“ კრიზისშია და როგორც ჩანს გუნდში ატმოსფეროც აღარ არის იდეალური. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ტრიგორიას ბაზაზე მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასა და ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პორტუგალიელ სპეციალისტს „ჯალოროსიში“ დიდი ხანია საქმე დალაგებული არ აქვს დაბოლო მატჩებში წარუმატებელი შედეგების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
„რომამ“ სერია A-ს ბოლო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ფონსეკას გათავისუფლების დიდი შანსი არსებობს, თუმცა, რომაული გუნდი ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია გასული და ჯერჯერობით კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს.
„რომა“ მომდევნო მატჩს 8 აპრილს, ამსტერდამში, „აიაქსს“ დაუპირისპირდება.