ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრა და ადვილად, 93:82 მოიგო. უპირატესობა მხოლოდ 11-ქულიანია, მაგრამ ეს მხოლოდ ბოლო პერიოდის დამსახურებაა, რომელიც ანდალუსიელებმა 13 ქულით მოიგეს, თორემ მანამდე თამაშის ბედი დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო.
32 წლის ქართველმა ცენტრმა 20:40 წუთში 15 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი და ასევე 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეში“ საუკეთესო სასუ სალინი იყო, რომელმაც 20 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა და მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფე“ 26 თამაშში 21 გამარჯვებით და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 აპრილს „ბურგოსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.