მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისევ ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდით იუქმებს. ესპანელ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აღენიშნება.
რამოსს შესაძლოა „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალური მატჩი და „ბარსელონასთან“ „ელ კლასიკოს“ გამოტოვება მოუწიოს.
რამოსი ესპანეთის ნაკრებში დაშავდა. მან თბილისში საქართველოსთან არ ითამაშა, ხოლო გუშინ კოსოვოსთან მოედანზე იყო, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ლაზარეთში გადაინაცვლა. მიმდინარე სეზონში სერხიო ხშირად ტრავმიანობს და ამის გამო 20 მატჩი გამოტოვა.