მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო რამოსი, ჟურნალისტებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კოსოვოსთან (3:1) მისი შეცვლაზე შესვლასა და საკუთარი მომავლის შესახებ ესაუბრა.
„მონდორზე გასვლა და მიზნის მიღწევა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ერთ წუთს დაჰყოფ მინდორზე თუ შესვენების შემდეგ შეხვალ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მუხლის ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა შევდივარ თამაშის რითმში.
რასაც ჩემზე ამბობენ, კონტექსტიდან ამოგლეჯილია. სიმართლე ის არის, რაც მწვრთნელმა თქვა. ნაკრებში თამაშით ყოველთვის ვიამაყებ და ვისიამოვნებ. მათ შორის, შეცვლაზე შესვლისასაც.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ისევ უმაღლეს დონეზე თამაში მსურს და როცა რაიმე სიახლე გაირკვევა, მაშინვე შეიტყობთ.“ - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ რამოსი, წინა ტურში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც იყო განაცხადში, თუმცა მინდორზე არ გამოჩენილა.