ფეხბურთი

21:58 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ზედიზედ 3 გამარჯვებით დაიწყო

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მთავარი სიურპრიზი სომხეთის ნაკრებია. ეს გადაუჭარბებლად ასეა. ხოაკინ კაპაროსის გუნდმა J ჯგუფში სამივე თამში მოიგო და 9 ქულით ლიდერია! გერმანიამ დღეს რომც მოიგოს, ჯგუფში ორხელისუფლიანობა იქნება...

სომხეთმა ჯერ ლიხტანშტაინს აჯობა (1:0), მერე ისლანდიას (2:0) და დღეს რუმინეთიც დაამარცხა (3:2). ერევანში დრამატული თამაში იყო. 56-ე წუთზე ედუარდ სპერტსიანის გოლით სომხები დაწინაურდნენ, რასაც ალექსანდრუ ჩიჩალდაუს დუბლი მოჰყვა და რუმინეთი წინ გავიდა. თუმცა, 78-ე წუთზე გეორგ პუშკაში გააძევეს და რიცხობრივი უპირატესობა სომხეთმა დიდებულად გამოიყენა. ვარაზად ჰაროიანმა და ტიგრან ბარსეგიანმა 86-ე და 89-ე წუთებზე სომხეთის ნაკრებს მოაგებინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასაწყისს უეფას ერთა ლიგის ბოლო ორ მატჩს თუ დავუმატებთ,როდესაც სომხეთმა საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო, რითაც B დივიზიონში გავიდა, ყველაფერი აშკარა გახდება. სხვათა შორის, ხსენებული 5 თამაში სომხეთმა ზედიზედ ისე მოიგო, რომ მოედანზე ჰენრიხ მხითარიანი ერთი წუთითაც არ ყოფილა...ცნობისთვის, სომხეთს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 2 ფრე). ბოლოს ჩრდილოეთ მაკედონიასთა წააგეს სექტემბერში, ხოლო მანამდე იტალიასთან 1:9... ხოაკინ კაპაროსის ხელში კი ეს ნაკრები არ დამარცხებულა.

0.125736