ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა შესაძლოა „გრონინგენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მიუხედავად იმისა, რომ არც ისეხშირი სათამაში პრაქტიკა აქვს.
კლუბის დირექტორმა მარკ-იან ფლედერუსმა განაცხადა, რომ თუ თავადა არიენს კონტრაქტის განახლების სურვილი ექნება, კლუბი მზადაა დათანხმდეს.
რობენი ფეხბურთიდან 2019 წელს წავიდა, მაგრამ გასულ ზაფხულს დაბრუნდა და 1-წლიანნი ხელშეკრულება მშობლიურ გუნდთან გააფორმა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა.