საქართველოს ნაკრების მორაგბის, აკაკი ტაბუცაძის ლელო რაგბი ევროპის გათამაშების მე-4 ტურის საუკეთესოებს შორის დასახელდა. ქართველი გარემარბის ლელო TOP 5-ში მესამე პოზიციაზე განთავსდა.
ტაბუცაძემ აღნიშნული ლელო „რუმინეთთან“ მატჩის დროს მიითვალა , როდესაც გელა აფრასიძემ ჯარიმიდან ბურთი გაათამაშა და აკაკის მისი დამიწება არ გასჭირვებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მატჩი „ბორჯღალოსნებმა 28:17 მოიგეს და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიითვალეს. მათ ასევე ანთიმოზ ივერიელის თასი შეიუნარჩუნეს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 26 ან 27 ივნისს - ბელგიის ან ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებენ.