ფეხბურთი

11:40 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს კაპიტნის სამკლაური აუქციონზე 6 თვის ბავშვის დასახმარებლად გაიტანეს

პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის სამკლაური აუქციონზე გაიყიდება. კრიშტიანუ რონალდუმ სერბეთთან მატჩის შემდეგ გაბრაზებულმა სამკლაური მოხსნა და მიწაზე დააგდო.

როგორც გაირკვა ის, სტადიონის მომსახურე პერსონალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიღო და გადასცა ჯგუფს, რომელიც ცდილობს ფულის შეგორვებას 6 თვის სერბი ბიჭუნასთვის, რომელიც ზურგის კუნთოვანი ატროფიით არის დაავადებული. რონალდუს სამკლაური აუქციონზე 3 დღის განმავლობაში დარჩება.

შეგახსენებთ, რონალდუმ კაპიტნის სამკლაური მას შემდეგ მოიხსნა, რაც მსაჯმა ბოლო წუთზე აშკარა გოლი არ ჩაუთვალა და თამაში 2:2 დასრულდა.

0.114427