ფეხბურთი

1:24 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი პსჟ-თან ორივე თამაშს გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორივე მატჩს გამოტოვებს. სამედიცინო გამოკვლევამ ტრავმის ხარისხი ზუსტად დაადგინა.

როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ლევანდოვსკი მინიმუმ 4 კვირა ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენთან“ ორივე თამაშს გამოტოვებს. 32 წლის პოლონელმა ეროვნულ ნაკრებში ანდორას წინააღმდეგ მარჯვენა მუხლი დაიზიანა.

არც ისაა გამორიცხული, რომ ლევანდოვსკის უფრო დიდი დრო გაუცდეს და მაგალითად თუ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავა, იქ პირველი მატჩიც გამოტოვოს, რადგან იქამდე ერთი თვეც არ არის დარჩენილი.

მიმდინარე სეზონს პოლონელი შემტევი ფანტასტიკურად ატარებს. მას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 35 ბუნდესლიგაში.

0.115906