ფეხბურთი

12:51 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდმა, შესაძლოა, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბაროს

„ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი, ფრენკ ლამპარდი, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი გახდა - წერს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცს, ეიდი ბუტროიდს, მალე გაათავისუფლებენ, რადგან მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ლომებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფში პირველი ორი მატჩი წააგეს - შვეიცარიასთან (0:1) და პორტუგალიასთან (0:2).

ლამპარდი, რომელიც „ჩელსიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევრადაა, ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა.

0.065067