ფეხბურთი

10:45 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი ეგვიპტის ნაკრების მეგოლეთა შორის, მეორე ადგილზე დადგა

„ლივერპულის“ ვარსკვლავმა, მოჰამედ სალაჰმა, კომორის კუნძულებთან აფრიკის ერთა თასის შესარჩევ მატჩში, დუბლი მიითვალა და დიდად შეეწია ეგვიპტის ნაკრებს საერთო გამარჯვებაში - 4:0.

Goal.com-ის ცნობით, მოჰამედის მეორე გოლი რიგით 43-ე გამოდგა მისთვის ეგვიპტის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. შედეგად, ჰასან ელ-შაზლის გაუსწრო და „ფარაონების“ ისტორიაში ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე დადგა.

პირველზე კი ლეგენდარული ჰოსამ ჰასანია - 68 გოლით.

სალაჰი ეგვიპტის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს. ეგვიპტელები კი აფრიკის ერთა თასის G საკვალიფიკაციო ჯგუფში 6 ტურის შემდეგ, 12 ქულით პირველ ადგილზე არიან.

0.11783