ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლში 124:132 დამარცხდა, რის შედეგადაც ორმატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა.
ბითაძემ ამჯერად პარკეტზე მხოლოდ 7:03 წუთი გაატარა, მაგრამ ეს მწირი დრო საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, სამჯერ კი პერსონალური ფოლი მიიღო. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ამრიგად, შეტევაში საკმაოდ ნაყოფიერი იყო, თანაც ის ერთადერთი მოხსნაც შეტევაში მიითვალა.
„ინდიანაში“ საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 35 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, ხოლო მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასია. „ვაშინგტონის“ რიგებში რასელ ვესტრბუკმა უბრალოდ გაიბრწყინა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა - 35 ქულა, 14 მოხსნა და 21 პასი!
„ინდიანა პეისერსი“ 21 მოგებით და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1 აპრილს, შინ „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.