ფეხბურთი

18:42 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია Transfermarkt-ზე დღეს ყველაზე ხშირად ნახვადი ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილ ვებგვერდ Transfermarkt-ზე დღეს ყველაზე ხშირად მოძებნილი მოთამაშეა.

როგორც ჩანს, ესპანეთთან მისმა შესანიშნავმა პერფორმანსმა დიდი ყურადღება მიიპყრო და უცხოელი ქომაგები მის შესახებ ინფორმაციას აქტიურად ეძებენ. ხვიჩა დიდი ხანი მეორე ადგილზე იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ პირველ ადგილზე გადავიდა და ის ყველაზე მეტად მოძებნეს.

კვარაცხელია ერლინგ ჰოლანდს, კრიშტიანუ როლანდუს, იბრაჰიმ კონატეს და ლიონელ მესის უსწრებს, რომლებიც ხუთეულში არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133929