ფეხბურთი

16:21 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი დაშავდა და შესაძლოა პსჟ-სთან ვერ ითამაშოს

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია და პოლონეთის ნაკრების შეკრება დატოვა. პოლონელი ფორვარდი ინგლისთან ვერ ითამაშებს.

მან მუხლის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით მოუწევს უქმობა. მიუნხენში შიში აქვთ, რომ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს.

6 აპრილს, „ბაიერნი“ „პარი სენ ჟერმენს“ ეთამაშება და სამედიცინო შტაბმა ჯერ არ იცის, შეძლებს თუ არა რობერტო მოედანზე გასვლას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 32 წლის ლევანდოვსკის ყველა ტურნირზე 36 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი.

0.101602