ფეხბურთი

14:53 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ჩემი ამოცანაა ხვიჩა დიდხანს შევინარჩუნოთ"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ქართველის გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის და ხვიჩას შენარჩუნება დიდი ხნით სურთ.

„ესპანეთთან თამაშის შემდეგ გაიზარდა თუ არა მისი ფასი? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, სატრანსფერო ფასებს თვალს არ ვადევნებ. ჩემთვის ხვიჩა სოლიდური მოთამაშეა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მომწონს როგორ ვითარდება მისი კარიერა. ჩემი ამონაცაა არ გავყიდო. მინდა „რუბინში“ შევინარჩუნო და ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115762