პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ფიფამ დისკვალიფიკაციით დასაჯოს. სერბეთთან მატჩის მიწურულს მან კაპიტნის სამკლაური მიწაზე მოისროლა, რითაც მსაჯის შეცდომა გააპროტესტა, რომელმაც მას აშკარა გოლი არ ჩაუთვალა.
თუმცა, პორტუგალიური მედია წერს, რომ ზღვარგადასული პროტესტის გამო შესაძლოა კრიშტიანუ დაისაჯოს. 36 წლის ვარსკვლავმა ფიფას სადისციპლინო კომიტეტის მე-11 მუხლი დააღვია, რომელიც ეხება შეურაცხმყოფელ ქცევას ან სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევას.
ჯერჯერობით შესაძლო სანქციის ან მისი განხილვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, სერბეთისა და პორტუგალიის მატჩი 2:2 დასრულდა, ბოლო წუთზე კი რონალდუს დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, მაგრამ მსაჯებმა ეპიზოდი სწორად ვერ შეაფასეს და ლუზიტანელებმა ქულები დაკარგეს.