ძიუდო

19:31 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან სლემი საქართველომ 9 მედლით დაასრულა

თბილისის გრან სლემი დასრულდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვა, მათ შორის, 3 შეჯიბრის ბოლოს დღეს და თანაც, სამივე სინჯის - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანთან განიცადა მარცხი, ხოლო ამავე წონაში გიორგი ქურდიანმა პერუელ ვილან გალარეტას აჯობა, მაგრამ შემდეგ უნგრელ პეტერ საფრანისთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტმა ესტონელი ოტო იმალა, პორტუგალიელი ჟორჟე ფოსება და რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ბელგიელ ტომა ნიკოფოროვს აჯობა. ფინალში ილია კანადელ შადი ელნაჰასს შეხვდა და დამარცხდა, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში ონისე სანებლძემ ავსტრალიელ ჯეისონ კოსტერს, ემირატების წარმომადეგენ ივან რემარენცოს და რუს კაზბეჟანკიშევს აჯობა, ხოლო ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა, რასაც რეპეშაჟში ნიას ბილალოვთან მაცხი მოჰყვა და მედლის შანსი დაკარგა. გარდა ამისა, გიორგი ჩიქოვანი ბულგარელ დანიელ დიჩევთან პირველივე მატჩში დამარცხდა, გიორგი ბერიშვილა კი ბრიტანელ ჰარი ლოველ-ჰეიუტს აჯობა, მაგრამ შემდეგ ესტონელ გრიგორი მინასკინთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა მედალი მოიპოვა გელა ზაალიშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბელარუსი ალეკსანდრ ვახავიაკი, პოლონელი მაცეი სარნაცკი და თურქი ქემალ ერდოღანი, ხოლო ფინალში რაფაელ სილვას დაუპირისპირდა, რომელსაც აჯობა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონაში საბა ინანეიშვილმა სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს აჯობა და შემდეგ ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ავსტრიელ სტეფან ჰეიგის ძლევა მოახერხა და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ქემალ ერდოღანს შეხვდა და გამარჯვება იზეზიმა,შედეგად, ბრინჯაოს დაეუფლა. ონისე ბუღაძე კი პირველივე შეხვედრაში სტეფან ჰეგისთან დამარცხდა.

ქალთა შორის ტატამზე სოფიო სომხიშვილი გავიდა (+78 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში ჩინელ იან ვანგთან დამარცხდა. ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან სლემი 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

0.120862