ძიუდო

15:18 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს მედლის შანსი თბილისის გრან სლემზე

ძიუდოში თბილისის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს 2 ოქროს მედლის შანსი აქვს. ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმა ფინალში გასვლა მოახერხეს, ხოლო საბა ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანთან განიცადა მარცხი, ხოლო ამავე წონაში გიორგი ქურდიანმა პერუელ ვილან გალარეტას აჯობა, მაგრამ შემდეგ უნგრელ პეტერ საფრანისთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ძიუდოისტმა ესტონელი ოტო იმალა, პორტუგალიელი ჟორჟე ფოსება და რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ბელგიელ ტომა ნიკოფოროვს აჯობა. ფინალში ილია კანადელ შადი ელნაჰასს შეხვდება. ამავე წონაში ონისე სანებლძემ ავსტრალიელ ჯეისონ კოსტერს, ემირატების წარმომადეგენ ივან რემარენცოს და რუს კაზბეჟანკიშევს აჯობა, ხოლო ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა, რასაც რეპეშაჟში ნიას ბილალოვთან მაცხი მოჰყვა და მედლის შანსი დაკარგა. გარდა ამისა, გიორგი ჩიქოვანი ბულგარელ დანიელ დიჩევთან პირველივე მატჩში დამარცხდა, გიორგი ბერიშვილა კი ბრიტანელ ჰარი ლოველ-ჰეიუტს აჯობა, მაგრამ შემდეგ ესტონელ გრიგორი მინასკინთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი იასპარეზებს ფინალურ ბლოკში. გელა ზაალიშვილი ფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბელარუსი ალეკსანდრ ვახავიაკი, პოლონელი მაცეი სარნაცკი და თურქი ქემალ ერდოღანი, ხოლო ფინალში რაფაელ სილვას დაუპირისპირდება. ამავე წონაში საბა ინანეიშვილმა სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს აჯობა და შემდეგ ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ავსტრიელ სტეფან ჰეიგის ძლევა მაოხერხა და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ქემალ ერდოღანს შეხვდება. ონისე ბუღაძე კი პირველივე შეხვედრაში სტეფან ჰეგისთან დამარცხდა.

ქალთა შორის ტატამზე სოფიო სომხიშვილი გავიდა (+78 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში ჩინელ იან ვანგთან დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

0.11938