ფეხბურთი

11:04 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "რთულია შეეგუო მომენტს, რომელიც მთელ ქვეყანას აზიანებს"

კრიშტიანუ რონალდუ სერბეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კაპიტნის სამკლაურის ძირს დაგდებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. პორტუგალიელმა პროტესტი მას შემდეგ გამოხატა, რაც მსაჯმა აშკარა გოლი არ ჩაუთვალა, როდესაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ვინაიდან თამაშზე არც ვიდეორეფერი იყო და კარის ხაზის ტექნოლოგია, ანგარიში უცვლელი დარჩა და პორტუგალიამ ვერ მოიგო.

„პორტუგალიის ნაკრების კაპიტნობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე და პრივილეგიაა. ყოველთვის მაქსიმუმს ვიძლევი და მივცემ ჩემი ქვეყნისთვის, ეს არასდროს შეიცვლება. მაგრამ არის რთულად მისაღები მომენტები, როდესაც გრძნობ, რომ ეს მთელ ქვეყანას აზიანებს. ახლა თავი ავწიოთ და შემდეგ გამოწვევაზე ვიფიქროთ“, - დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს. ფერნანდუ სანტუშის გუნდი ბელგრადში პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ორი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა და ბოლოს მსაჯების შეცდომების შედეგად ფრეს დასჯერდა.

0.120109