2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის შესარჩევ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ნორვეგიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო და ორი ტურის შემდეგ, მაქსიმალური 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს.
შეხვედრა ესპანურ მალაგაში ჩატარდა. ნომინალურ მასპინძელ ნორვეგიელებს შემადგენლობაში ორივე ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰყავდათ: მარტინ ედეგორი და ერლინგ ჰოლანდი, რომელიც 83-ე წუთზე მორტენ ტორსბიუმ შეცვალა.
სკანდინავიელებმა ბოლო ათი წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს, მსაჯმა მინდვრიდან კრისტიან ტორსტვედტი დაითხოვა.
თურქთაგან დუბლი „ფენერბაჰჩეს“ შემტევმა ოზან ტუფანმა მიითვალა, ერთი გოლიც „ლესტერის“ მცველმა ჩაგლარ სეიუნჯუმ დაამატა.