სხვა

22:05 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობაში სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონტზე საქართველოს ნაკრების სალიცენზიო მონაგარი ორამდე გაიზარდა. ერთი დღით ადრე პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური ალინა ურუშაძემ დაიბევა, ამჯერად კი ეს მორის ყვითელაშვილმა შეძლო.

მორისმა, რომელმაც შარშან, ვაჟთა ასპარეზობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალი მოუპოვა, ამჯერად პროგრამა მინიმუმი შეასრულა - მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 231.81 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა და საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ლიცენზია მოუპოვა.

სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად ქალთა და კაცთა ერთეულებში საუკეთესო 24-ში მოხვედრა იყო საჭირო, წყვილებში - საუკეთესო -16-ში, სპორტულ ცეკვებში კი - 19 საუკეთესოს შორის მოხვედრა.

geonoc.org.ge

0.128722