ფეხბურთი

20:46 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებს ზიულე გამოაკლდათ

გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ მცველი, ნიკლას ზიულე, ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის ორ უახლოეს შესარჩევ მატჩს - რუმინეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, გამოტოვებს - გვამცნობს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

26 წლის უკანახაზელს მარცხენა ფეხის კუნთის პრობლემა დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში გერმანელებმა ისლანდიელებს 3:0 მოუგეს.

0.10599