საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნული თამაშის შესახებ ისაუბრა. როგორ მან თქვა, საქართველო შვედეთში ფრეს იმსახურებდა და ვილი სანიოლისგან გუნდისგან ახლაც იგივე თამაშს ელოდება.
„საქართველოს ნაკრების შესახებ ბევრ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. ბოლო თამაში ვნახეთ და ვიცით, რომ ბურთის ფლობა უყვარს, დაცვაშიც კარგად ითამაშეს. დაახლოებით იგივე თამაშს ველოდებით მეტოქისგან ახლაც. ჩემი აზრით, შვედეთში საქართველომ ფრეც დაიმსახურა და არამგონია, რომ ჩვენ ადვილი თამაში გველოდეს. ვიცი, რომ საქართველოს ნაკრები იოლად არაფერს დაგვითმობს.
რა თქმა უნდა, მაყურებლებით თამაში და უმაყურებლოდ, განსხვავებულია. უკრაინაში ჩვენს თამაშზე 7 ათასის ქომაგი იყო, აქ 15 ათამასამდე იქნება და ეს მხოლოდ სასიამოვნოა. მე ამ სტადიონთან მართლაც კარგი მოგონებები მაქვს, რადგან აქ ევროპის სუპერთასი მოვიგე და იმედია, ისევ კარგი მოგონებები მექნება.
შემადგენლობაში ტაქტიკური გადაადგილებები იქნება. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ და ხვალ კარგი თამაშის იმედი მაქვს, მაგრამ მეტოქისგან ადვილად არაფერს ველი. ალბათ, საქართველო დაცვიდან ითამაშებს და ამიტომაც, შეტევის გაძლიერება მოგვიწევს. რასაკვირველია, ყველა მეტოქესთან განსხვავებული ტაქტიკა და მიდგომა გვჭირდება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით.
დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ საბერძნეთთან მოვიგებდით, რაც ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა მთავარია ხვალინდელ მატჩს ოპტიმისტურად შეხვდეთ და იმედიანად ვიყოთ განწყობილი.
რა თქმა უნდა შეტევის იდეალურად მუშაობა კარგია, მაგრამ დაცვაშიც ასე უნდა იყოს. ყველა რგოლში ერთნაირად უნდა ვითამაშოთ. მხოლოდ საბერძნეთთან მატჩის გამო ვიქნებით პესიმისტები და არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველო და სხვა გუნდები იგივე დაცვით ითამაშებენ და ჩვენ ვერ შევძლებთ ამ დაცვის წინააღმდეგ შედეგიანად შეტევას“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში სამჯერ უთამაშია, ორჯერ წააგო, ხოლო 2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მადრიდში იმარჯვა. აღნიშნული გუნები ერთმანეთს 28 მარტს, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.