ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი თამაშგარის წესის გაუქმებას ითხოვს. მისი აზრით, ფეხბურთი ამ წესის გარეშე, უფრო საინტერესო, ემოციური და რაც მთავარია, სანახაობრივი გახდებოდა.
„მე ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებდი თამაშგარის წესს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის კარგი წესი. მინდა დავამტკიცო, რომ ამის გარეშეც შესაძლებელია ფეხბურთი. მჯერა, რომ უკეთესიც იქნებოდა. ფეხბურთი ფანტასტიკური თამაშია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება, რათა უკეთესი იყოს, უფრო სანახაობრივი, საინტერესო და ემოციური გახდეს. ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ.
ეს არ მიანიჭებს თავდამსხმელებს უპირატესობას და არ ვფიქრობ, რომ მცველები დაუცველები დარჩებიან. სულ სხვანაირი იქნებოდა, მეტოქეებს სხვა ნიშნით შეისწავლიდნენ, თამაშგარის გარეშე ნაკლები პრობლემა იქნება და გუნდები იპოვიან გამოსავალს კარგად თამაშისთვის, რომელიც სანახაობრივი იქნება, როგორც ახლა არის, მაგრამ ამ ცუდი წესის გარეშე. შესანიშნავი იქნებოდა ამის გაკეთება, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი იპოვის გზას, რომ უფრო საინტერესო გახდეს“, - თქვა ვან ბასტენმა.